გაიცანით მარიამ ჯოჯუა დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე, რომელიც კლასგარეშე ლიტერატურის სიყვარულით გამოირჩევა
21-05-2020

მარიამ ჯოჯუა დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა.

აღსანიშნავია რომ მარიამი გამოირჩევა მაღალი ინტელექტით - ყველა საგანს თანაბრად მაღალ დონეზე სწავლობს. მიმდინარე სასწავლო წელს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში ყველა საგანში წლიური შეფასება „10“ მიიღო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა.

მარიამი ამჯერად ინტენსიურად გადის დისტანციურ სწავლებას და ერთდროულად ეცნობა კლასგარეშე ლიტერატურასაც. ბოლო პერიოდში ის გაეცნო ისეთ ცნობილ ნაწარმოებებს, როგორებიცაა - „ჰამლეტი“ (შექსპირი), „451º ფარენჰაიტით“( რეი ბრედბერი ), „მარტოობის ასი წელიწადი“ (გაბრიელ გარსია მარკესი), „გარდასახვა“ (ფრანც კაფკა), „ბიძია თომას ქოხი“ (ჰარიეტ ბიჩერ სტოუ) და „პოლკოვნიკს არავინ
სწერს“(მარკესი).

„სწორედ ასეთი მოსწავლეების არსებობა გვაფიქრებს, რომ ჩვენი ქვეყანა ახლო მომავალში ჩამოყალიბდება როგორც მაღალი დემოკრატიული და ეკონომიკური სტანდარტების საზოგადოება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203