„იზრუნე ბუნებაზე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს!“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა პროექტი წამოიწყეს
21-05-2020

„იზრუნე ბუნებაზე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს!“ - ასეთი სახელწოდების პროექტი წამოიწყეს ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც სთხოვენ თანასკოლელებს და არა მარტო მათ, აქტიურად გამოეხმაურონ მათ გამოწვევას!

„მცენარეებს, ცხოველებს, ფრინველებს ისევე სჭირდება სითბო და სიყვარული, როგორც ადამიანებს! ბუნების
მოვლა-პატრონობა და დაცვა ხომ ყველა ადამიანის ვალია, თვით ადამიანი ბუნების ნაწილია, სწორედ ამიტომ გვსურს წამოვიწყოთ პროექტი, რომლის განხორციელება დიდ სარგებელს მოუტანს ადამიანებსაც და ბუნებასაც!“-ამბობენ ისინი.

ბუნებაზე ზრუნვა სიცოცხლის გაფრთხილებასთან ერთად ქვეყანაზე ზრუნვასაც რომ ნიშნავს, კარგად აქვთ გააზრებული მოსწავლეებს,რომლებიც ონლაინ გაკვეთილების შემდეგ აქტიურად არიან ჩართულნი მცენარეების, ცხოველების, ფრინველების მოვლა-პატრონობაში.

„ჩვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სწორედ ბუნებაზეა დამოკიდებული, ბუნების დაცვა კი ჩვენზე! მოგიწოდებთ ყველას ერთად განვახორციელოთ პროექტი „იზრუნე ბუნებაზე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

კლასის და პროექტის ხელმძღვანელი თეა სამხარაძეა.

წარმოგიდგენთ დემო ფოცხვერაშვილს, ბუნების ქომაგს, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი და ვალდებულება ბუნებასთან მიმართებაში.

იხილეთ ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203