არლის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის უჩვეულო „ბოლო ზარი“ დაირეკა
21-05-2020
ადიგენის მუნიციპალიტეტის, არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დისტანციურად დაირეკა.
აღსანიშნავია, რომ არსებული მდგომარეობის გამო, რომელიც პანდემიის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტას უკავშირდება, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები. თუმცა, სკოლის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დისტანციურად მაინც დაირეკა.