„გისურვებთ დასახული მიზნების ასრულებას“- დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2020
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ძირკვაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„მე-12 კლასელებო, ჩემო უსაყვარლესო მოსწავლეებო და აწი მეგობრებო მინდა მოგილოცოთ ხვალინდელი დღე სკოლის დამთავრების ბოლო ზარი და ცხოვრების დიდი გზის დასაწყისი. დღევანდელი არსებული გლობალური ვითარების გამო სკოლაში ვერ შევიკრიბებით, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება და ერთმანეთს შევხვდებით. გისურვებთ დასახული მიზნების ასრულებას. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მასწავლებელს თქვენს სწავლა-ამღზრდელობითი საქმიანობისათვის, მადლობა მშობლებს და კლასის ხელმძღვანელს ნათია გობაძეს ...გფარავდეთ უფალი“, - წერს სკოლის დირექტორი.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203