ბათუმის N20 სკოლის „მისალოცთა კლუბის“ წევრები გრაფიკულ ლექსებსა და დავალებებს ქმნიან
20-05-2020

ბათუმის N20 საჯარო სკოლის „მისალოცთა კლუბის“ წევრები ახალ პლატფორმაზე ანიმაციურ ფილმებს განიხილავენ, ქმნიან გრაფიკულ ლექსებსა და დავალებებს, ვიდეო ჩანაწერებს.

„ახალი პლატფორმა „მისალოცთა კლუბისათვის“: Flipgrid-ი არის ახალი პლატფორმა დისტანციური სწავლებისათვის. სადაც მოიპოვება სასარგებლო რჩევები და მეთოდები პედაგოგებისათვის. აქტუალურია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

პლატფორმა საშუალებას გვაძლევს სახალისო, საინტერესო და ამავე დროს მარტივი გავხადოთ მოსწავლეებისათვის სწავლა. აუმჯობესებს კლასის მუშაობას, გვაძლევს მრავალფეროვანი დავალებებისა და ვიდეორგოლების შექმნის საშუალებას, წამახალისებელი სერტიფიკატებისა და შეფასებების აღების საშუალებას, ეს არის პლატფორმა მასწავლებლებისათვის, მოსწავლეებისა და ოჯახებისათვის .

Flipgrid საქმიანობის ცენტრი ინსპირაციული საქმიანობის იდეები, რომ ჩართოთ თქვენი მოსწავლეები სახლში. მოცემულ პლატფორმაზე შექმნილი დავალება შეგვიძლია მარტივად გავუზიაროთ მოსწავლეებს Teams-ში, და თვით „თიმსის“ პროგრამაშიც შეგვიძლია დამატება.

ჩვენ შევქმენით „მისალოცთა კლუბის“ (ლიტერატურული კლუბის) გვერდი. კლუბის მოსწავლეები განიხილავენ ანიმაციურ ფილმებს, ქმნიან გრაფიკულ ლექსებსა და დავალებებს, ვიდეო ჩანაწერებს, რაც ამარტივებს ზეპირი მეტყველების განვითარების უნარზე მუშაობას.

პროგრამა ვიდეო მონტაჟებისა და ვიდეო კომენტარებისათვის საუკეთესო საშუალებაა, მრავალი წამახალისებელი შეფასებების გაკეთების საშუალებას გვაძლევს და ამავე დროს განმავითარებელი შეფასებით მუშაობის საშუალებასაც“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203