„უჩვეულოდ გილოცავთ ბავშვებო სკოლის დამთავრებას“ - თაბაგრების საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები მე-12 კლასელებს გზას ულოცავენ
20-05-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის თაბაგრების საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები მე-12 კლასელებს სიყვარულით აცილებენ და მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.

„თაბაგრების საჯარო  სკოლაში დღეს მე-12 კლასისათვის სიჩუმეში  ჩამომდგარი ბოლო ზარი დაირეკა. სკოლის დირექცია და პედაგოგები გულთბილი მოგონებებითა და კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ სკოლის საამაყო კლასს.  ვულოცავთ ამ ბავშვებს მოსწავლეობის წლებთან გამომშვიდობებას, ცხოვრების ახალ საფეხურზე გადაბიჯებას. მათ წინ ხომ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო ელოდებათ, სადაც უფრო მეტი პასუხისმგებლობები ეკისრებათ და საინტერესო ცხოვრებისეული ბარიერები უნდა გადალახონ.  უჩვეულოდ გილოცავთ ბავშვებო სკოლის დამთავრებას.  ბედნიერ მომავალს  გისურვებთ",- წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203