„თან მიგყვებათ თქვენი მასწავლებლების დიდი სიყვარული“ - კოდის საჯარო სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს ემოციური წერილით აცილებს
20-05-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ფადარაშვილი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და მოსწავლეებს წერილით აცილებს. მასწავლებლებმა დამამთავრებელი კლასი, შექმნილი ვითარების გამო, დისტანციურად გააცილეს.

„ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა მე-12 კლასელს, განსაკუთრებით ჩემებს! გაცილებთ _ განსხვავებულად, დისტანციურად, რომელიც ფარავს იმ ემოციას, არაერთი თაობის წასვლას რომ ახლავს სკოლიდან _ ცხოვრების ახალ ეტაპზე. თან მიგყვებათ თქვენი მასწავლებლების დიდი სიყვარული, კეთილი სურვილები, ახალი მოლოდინები ხვალინდელი დღის შესაცვლელად უკეთესობისაკენ! თქვენი წარმატებები იქნება დაფასება იმ შრომის, რაც მშობლებმა და მასწავლებლებმა გასწიეს თქვენი მომავლისათვის!“-წერს დირექტორი.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203