„მზით და სითბოთი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება გაჯერებული“ - უჩამბის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
შუახევის მუნიციპალიტეტის უჩამბის საჯარო სკოლის დირექტორმა ჯემალ გამრეკელიძემ მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მისალოც წერილს უცვლელად გთავაზობთ:„უჩამბის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. დაგილოცავთ თქვენს ხვალინდელ სავალ გზას. მუდამ მართალი და ფერადი გზით გევლოთ, მზით და სითბოთი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება გაჯერებული. ჯამრთელები, ბედნიერები და წარმატებული ყოფილიყავით.
რომ არა პანდემია, სკოლაში გატარებული 12 წლის ბოლო ზარი, წელსაც საზეიმოდ დაირეკებოდა თეთრი პერანგებით , სახალისო ნახატებითა და სამახსოვრო წარწერებით.
რეზი
ლევანი
ლაშა
გიორგი
სულხანი
ნესტანი
ზაური
გიგა
დიდი სიყვარული და უდიდესი პატივისცემა თქვენ“, - წერს დირექტორი.
წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში