თბილისის N133 სკოლის დირექტორმა ლიანა ფუტკარაძემ XII კლასელებს სკოლის დამთავრება ვიდეოჩანაწერით მიულოცა
21-05-2020
თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. დირექტორმა, მასწავლებლებთან ერთად, მოსწავლეებს გზა დაულოცა, წარმატებები უსურვა და ემოციური ვიდეოც მიუძღვნა.
აღსანიშნავია, რომ არსებული მდგომარეობის გამო, რომელიც პანდემიის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტას უკავშირდება, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები. თუმცა, თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორმა თავის მოსწავლეებს სკოლის დასრულება ვიდეოჩანაწერით მიულოცა და მათ კეთილი სურვილები უსურვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს