„უჩვეულო გარემოში მოხდა „ჩვენი დაშორება“ - ზესტაფონის N6 სკოლის დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასელებს ემშვიდობებიან
20-05-2020

ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასელებს თბილი სიტყვებით და სიყვარულით აცილებენ სკოლიდან. წელს, ეპიდემიის გამო, დამამთავრებელი კლასი ტრადიციულად ვერ გააცილეს სკოლიდან, თუმცა დისტანციური ბოლო ზარიც ემოციური აღმონდა მოსწავლეებისთვის.

„ყველა მე-12 კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყებას, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება, მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები.

გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი გაცნობიერებულ და გააზრებულ მომავალს შექმნის. თქვენთან ერთად ვიზიარებთ ამ აღტაცებასა და სიხარულს. უჩვეულო გარემოში მოხდა „ჩვენი დაშორება“... უამრავი უჩვეულოდ კარგი მოვლენის თანაზიარნი ყოფილიყავით ჩვენო ძვირფასებო!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203