„ბოლო ზარი უჩვეულოდ „დაირეკა“- დაგვას საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს ემოციური წერილით აცილებს
20-05-2020
ქობულეთი დაგვას საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და წუხს, რომ ეს დღე რომელიც განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო მოსწავლეებისთვის შემქნილი მდგომარეობის გამო ჩვეულებრივ დღედ იქცა. 

„2020 წლის 20 მაისი..ნაცრისფერი... ჩვეულებრივი დღე... არადა ეს დღე არაჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო, განსხვავებული და განსაკუთრებული...

2019-2020 სასწავლო წლის ბოლო ზარი უჩვეულოდ „დაირეკა“ არატრადიციულად ვირტუალურ სამყაროში. რომ არა არსებული მდგომარეობა,რამაც ჩამოგვაშორა სკოლას და გადავინაცვლეთ სახლებში, შეიცვალა თითოეულის დღის რეჟიმი და ამან გავლენა მოახდინა დამამთავრებელი კლასი ბოლო ზარის აღნიშვნაზე, რომ არა მსოფლიო პანდემია აუცილებლად იქნებოდა: მოლოცვების, მოფერების, ათასნაირი სურვილების... იქნებოდა.... იქნებოდა ცრემლიანი თვალებით და ხმაში შეპარული გაბზარული ხმით წარმოთქმული სიტყვები: გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ხვალიდან ახალ ცხოვრებას იწყებთ, დამოუკიდებელი ნაბიჯები უნდა გადადგათ ცხოვრების გზაზე, მაგრამ თქვენ ბევრად ადრე მოგიწიათ ახალი ცხოვრების დაწყება.

გაიხსენებდით პირველ დღეს, იმ პირველ დღეს როცა 2008 წლის სექტემბერში ფეხი შემოდგით ცოდნის ტაძარში, როგორ იყავით ამოფარებული დედის კალთას, როგორ უცქეროდით თქვენთვის უცნობ ადამიანებს და როგორ ეძებდით იმ ადამიანს ვინც პირველმა გაზიარათ დედა ენას. მადლობას გადაუხდიდით თითოეულ მასწავლებელს, ვინც თქვენს ფორმირებაში, გამოძერწვაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მინდა გჯეროდეთ, რომ აუცილებლად მიაღწევთ უდიდეს წარმატებებს და იცხოვრებთ ფერად, სიყვარულის,სიმშვიდის საქართველოში.

აქ მონატრების ცრემლებია...
აქ სიყვარულია...
აქ უცნაური გაზაფხულია....“-აღნიშნულია წერილში.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203