„ასე გვიწევს დამშვიდობება“ - კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და თითოეულს წარმატებულ მომავალს უსურვებს:

გზას დაგილოცავთ!

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ასე გვიწევს დამშვიდობება. ჩემო მეთორმეტე კლასელებო.
ჩვენ ერთად ბევრი რამე გავაკეთეთ ბევრ საინტერესო პროექტში ვმონაწილეობდით და ბევრჯერ გავიმარჯვეთ.
ერთად ბევრი რამე ვისწავლეთ. თითოეულ თქვენთაგანს ლამაზ, ფერად და ბედნიერ მომავალს გისურვებთ.
ყოველთვის ისეთი ლაღები, თავისუფლები, მეამბოხეები და სამართლიანები იყავით, როგორც ჩვენთან სკოლაში
თითოეულს ძალიან დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ.
კორტოხის საჯარო სკოლის 48 გამოშვება.
1 თამთა პაქსაძე;
2 ლედი პაქსაძე;
3 ქეთი პაქსაძე;
4 ლია პაქსაძე;
5 კახა პაქსაძე;
6 ლერი პაქსაძე;
7 თამარ მიქელაძე
კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ ჩემო პატარა მეგობრებო.

პატივისცემით
არჩილ პაქსაძე

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203