„მჯერა, გაუმკლავდებით ცხოვრებისეულ ყველა გამოწვევას“ – ჭრებალოს საჯარო სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭრებალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ვაწაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. წელს სკოლაში ბოლო ზარი არ დარეკილა, თუმცა დირექტორმა და მასწავლებლებმა დამამთავრებელი კლასი სიყვარულით გააცილეს.

„სკოლის დამთავრებას გილოცავთ ჩემო საყვარელო მე-12 კლასელებო. მჯერა, გაუმკლავდებით ცხოვრებისეულ ყველა გამოწვევას და შექმნით განსაკუთრებულ მომავალს, ღმერთმა გაგიკვალოთ გზა ბედნიერებისკენ, წარმატებებისკენ, სიყვარულისკენ!“-წერს დირექტორი.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203