„გვიყვარხართ და გვეიმედებით“ - ძველი ანაგის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ძველი ანაგის საჯარო სკოლა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
„დღეს 20 მაისია, 2019-2020 სასწავლო წლის ბოლო დღე XII კლასელების სასკოლო ცხოვრებაში.
უჩვეულოდ განსხვავებულ გარემოში დასრულდა ეს დღე ყველასათვის, სკოლაც არ ჰგავს სკოლას უთქვენოდ, ემოციაგადამდები სიხარულით და აღტაცებით.
ძველი ანაგის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებელები გილოცავთ ამ დღეს, ჩვენო კარგებო!
სკოლის ბოლო ზარი ყოფილიყოს დასაწყისი ახალი ცხოვრების დაწყებისა ლამაზი და ბედნიერი მომავლისაკენ!
გვიყვარხართ და გვეიმედებით!
უფლის მადლი გფარავდეთ!!!“,- წერია მისალოც წერლში.
წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში