აგარის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ
20-05-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის აგარის საჯარო სკოლის პედაგოგები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ. მათ ბოლო ზარი განსხვავებულად, თუმცა ხალისიანად აღუნიშნეს მოსწავლეებს.

სკოლის პედკოლექტივმა დამამთავრებელ კლასს ვიდეორგოლი მოუმზადა.

თბილი სიტყვებით გააცილა მე-12 კლასელები სკოლის დირექტორმა გურამ მარკოიძემ. მან მოსწავლეებს ღირსეული ცხოვრება, წინსვლა, წარმატება უსურვა და გზა დაულოცა. დირექტორმა მე-12 კლასელებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ მათ ჰყავთ უფროსი მეგობარი, რომლის იმედიც უნდა ჰქონდეთ ყველგან და ყოველთვის.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203