„ვწუხვართ, რომ ასე უჩვეულოდ გვიწევს თქვენთან გამომშვიდობება“ - ზესტაფონის N7 სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს ემოციური წერილით აცილებს
20-05-2020

ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ. მასწავლებლები მწუხარებას გამოხატავენ, რომ ეპიდემიამ შეცვალა გეგმები და მათ დამამთავრებელი კლასის გაცილება დისტანციურად უწევთ.

„მოგესალმებით, მეთორმეტეკლასელებო! 
სკოლის ისტორიაში უმნიშვნელოვანესია დღე, როდესაც შენს კედლებში დაზრდილი მერცხლები გტოვებენ და გასაფრენად ემზადებიან... თქვენთან ერთად ჩვენც ველოდით, რომ თორმეტწლიან ურთიერთობას ტრადიციულად ლამაზად დავასრულებდით, თუმცა ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე...

ვწუხვართ, რომ ასე უჩვეულოდ გვიწევს თქვენთან გამომშვიდობება, გული გვწყდება, რომ შექმნილი ვითარების გამო ისე ვერ გეფერებით, როგორც გეკუთვნით, მაგრამ ეს ხომ დროებითია...

ვიმედოვნებთ, რომ ახალი ცვლის მიღებასთან ერთად 15 სექტემბერს შევძლებთ თქვენს ღირსეულ გაცილებას! 
გვინდა მოგილოცოთ სკოლის დამთავრება, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, გისურვოთ საკუთარი თავის რეალიზება, წარმატებები ყოფილიყოს თქვენი თანმდევი, გვიყვარხართ და გვეიმედებით!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203