„სევდანარევი სიხარულით გილოცავთ დღევანდელ დღეს“- ქობულეთის N2 სკოლის დირექტორის მილოცვა კურსდამთავრებულებს
20-05-2020

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანი ცივაძის, მილოცვა კურსდამთავრებულებს:

„ჩემო მეთორმეტეკლასელებო, სევდანარევი სიხარულით გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვწუხვარ, საყოველთაო პანდემიის ფონზე, სკოლის შენობაში რომ ვერ გმასპინძლობთ და ვერ გაცილებთ სკოლის დამთავრების მაუწყებელი ზარით. მწამს, რომ ღირსეულად გააგრძელებთ მე-2 სკოლის ტრადიციებს, უდიდეს გამარჯვებას იზეიმებთ ეროვნულ გამოცდებზე, წარმატებით დაამთავრებთ უმაღლეს სასწავლებლებს და ჩვენს რაიონს ღირსეულ მოქალაქეებად დაუბრუნდებით. ცხოვრება რთულია ანუ, როგორც დიდი ილია ბრძანებდა: „უთავბოლო და უსწორმასწოროა წუთისოფელი“.... ვერ გეტყვით, რომ ია-ვარდებით მოფენილ გზაზე ივლით-მეთქი. წინ სირთულეებით აღსავსე ცხოვრება გელოდებათ, მაგრამ დამერწმუნეთ, სიცოცხლე მშვენიერია და ცხოვრებასაც ფასი მაშინ აქვს , როცა სირთულეებს ღირსეულად შეეჭიდებით. გილოცავთ და გლოცავთ, გვიყვარხართ და გვეიმედებით“.

იხილეთ ვიდეო 



წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203