„სწავლის დაწყების პირველ დღეს გელოდებით თეთრი პერანგების ასაჭრელებლად!“-თბილისის N24 სკოლის დირექცია XII კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2020

თბილისის N24 საჯარო სკოლის დირექცია XII კლასელებს ულოცავს სკოლის დამთავრებას. პედაგოგებმა, დირექტორთან ერთად, ვიდეორგოლი მოამზადეს და დამამთავრებელ კლასს გზა დაულოცეს. მასწავლებლებმა „ბოლო ზარის“ გარეშე არ გაუშვეს საყვარელი მოსწავლეები და ზარის წკრიალი ვიდეოს საშუალებით მოასმენინეს.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას, წინსვლას, წარმატებას და უამრავ ლამაზ დღეს გისურვებთ. სწავლის დაწყების პირველ დღეს გელოდებით სკოლაში თეთრი პერანგების ასაჭრელებლად!“-წერია წერილში.

მე-12 კლასელებს ბოლო ზარი დისტანციურად მიულოცეს სკოლის მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებმაც.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ვიდეოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203