„უდიდესი სიყვარულითა და ენით გამოუთქმელი ემოციებით დაგილოცავთ მომავალს“ – თერჯოლის N1სკოლის მასწავლებლები XII კლასელებს აცილებენ
20-05-2020

თერჯოლის N1 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები XII კლასელებს ემოციური წერილით და ვიდეორგოლით ემშვიდობებიან. პედაგოგები მოსწავლეებს გზას ულოცავენ. 

„თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს თერჯოლის N1 საჯარო სკოლა კიდევ ერთ საამაყო თაობას, 2019-2020 სასწავლო წლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გემშიდობებათ და ცხოვრების გზებს დაგილოცავთ.

სრულიად უჩვეულოდ, განსხვავებულად, უთქვენოდ დაირეკა 2019-2020 სასწავლო წლის ბოლო ზარი თქვენს მშობლიურ სკოლაში. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო სასკოლო ცხოვრების ბოლო დღემ უცერემონიოდ ჩაიარა, ჩვენ მაინც უდიდესი სიყვარულითა და ენით გამოუთქმელი ემოციებით დაგილოცავთ მომავალს.

ჩვენო საამაყო შვილებო, თქვენი მშობლიური სკოლა ყოველთვის დაგელოდებათ წარმატებებითა და ბედნიერებით გაბრწყინებულებს, სიხარულით გაგიღებთ სკოლის, თითოეული საკლასო ოთახის კარს და ამ მნიშვნელოვანი დღის საზეიმო ელფერს ზარ-ზეიმით აღნიშნავს.

ვთხოვთ უფალს, რომ დალოცვილნი, დღეგრძელნი, გამარჯვებული გევლოთ ჩვენს საყვარელ საქართველოში, ღირსეულად გეტარებინოთ თერჯოლის პირველსკოლელისა და ნამდვილქართველის საამაყო სახელი.

თქვენი მასწავლებელები",-წერია წერილში.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203