„სახლის კედლები მეცნიერებისათვის შეზღუდვას არ წარმოადგენს“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბი გამოწვევას შეუერთდა
20-05-2020

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბი უერთდება საქართველოს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის გამოწვევას „სახლის კედლები მეცნიერებისათვის შეზღუდვას არ წარმოადგენს“. კლუბის წევრები შინ ატარებენ ექსპერიმენტებს, აწყობენ ხელსაწყოებს, ასაბუთებენ კანონებსა და თეორიებს, ხსნიან მოვლენებს.

„დარჩი სახლში!“ გაიმრავალფეროვნე ყოველდღიურობა სახალისო და საინტერესო ექსპერიმენტებით.
ხატია ჩიბურდანიძე ონლაინ რეჟიმშიც აქტიურად აგრძელებს საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებას, რაც მნახველთა დიდ დაინტერესებას და მოწონებას იმსახურებს. წარმატებები ვუსურვოთ ხატიას, „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბს და მათ ხელმძღვანელს - ქალბატონ ქეთევან ედიბერიძეს!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203