პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 10 აგვისტოს დასრულდება - წელს პირველად, 9 კლასდამთავრებულები სწავლას 10 კოლეჯში შეძლებენ
20-05-2020

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის დაწყების მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. გამოცდებს კი სექტემბერში ჩააბარებენ.

წელს, პირველად, ცხრა კლასის განათლების მქონე პირები შეძლებენ სწავლა განაგრძონ ინტეგრირებულ პროგრამებზე 10 კოლეჯში და მიიღონ დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების ატესტატს. 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: vet.emis.ge.

ელექტრონული რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია

პროფესიული განათლების მისაღებად აუცილებლია დარეგისტრირდეთ, შექმნათ პირადი მომხარებელი და პაროლი, გაიაროთ სისტემაში ავტორიზაცია და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები. 

რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ეკრანზე გამოჩდება შესაბამისი შეტყობინება და პარალელურ რეჟიმში თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე გამოგეგზავნებათ მომხმარებლის აქტივაციის/ვერიფიკაციის ბმული.

აღსანიშნავია, რომ პროგრამებზე, რომელზეც არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ჩაირიცხებიან ეროვნული ტესტირების გარეშე, დაწესებულების შიდა შერჩევის გზით.

კოლეჯების ჩამონათვალი იხილეთ: vet.emis.ge

იხილეთ ასევე:
რა წერია პროფესიულ განათლებაზე ანტიკრიზისულ გეგმაში? - სწავლა რეგულაციების შემსუბუქების IV ეტაპზე აღდგება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...