„მიყვარხართ და ვიცი რომ ჩვენ სკოლას ასახელებთ“ - ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2020

ხონის მუნიციპალიტეტის, ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი მინდია გველებიანი მე-12 კლასელებს - მარიამ მუკბანიანს და ნიკა ზურაბიანს სკოლის დამთავრებას ულოცავს. 

„ჩემო საყვარელო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ ამ სასიამოვნო დღეს, მინდა მომავალი გაბრწყინებული და წარმატებული, დაგელოცოთ გზა მომავლის ბედნიერად სავალი, მიყვარხართ და ვიცი რომ ჩვენ სკოლას ასახელებთ“,- წერს სკოლის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას მხოლოდ ორი კურსდამთავრებული - მარიამ მუკბანიანი და ნიკა ზურაბიანი ჰყავს.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203