თბილისის N108 სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების შედევრები გააცოცხლეს
20-05-2020

თბილისის N108 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლების: თამარ სეფაშვილისა და ირინე ბექურიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა ხელოვნების შედევრები გააცოცხლეს.

დისტანციური სწავლება სკოლაში საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ და როგორც შემეცნებით, ასევე სახალისო პროექტებში რთავენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება. მიმდინარე სემესტრს მოსწავლეები დისტანციური სწავლების რეჟიმში გაივლიან.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203