„ბოლო ზარია თქვენთვის, მაგრამ დასაწყისია ახალი ცხოვრების“ - მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს გზას ულოცავს
20-05-2020

ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ნაკაშიძე მე-12 კლასს გამოსამშვიდობებელი წერილით აცილებს და სტუდენტობისკენ გზას ულოცავს.

„დღეს 20 მაისია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის მე-12 კლასელებისთვის ბოლოჯერ უნდა დაირეკოს სკოლაში ზარი, თუმცა შექმნილი ვითარებისდა გამო ეს არ და ვერ ხერხდება. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს ის დღე არის, როდესაც ამთავრებთ სკოლას, ბავშვობას და გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე. მინდა გისურვოთ ულევი წარმატება. თქვენი მიზნების ასრულება და გეგმების განხორციელება. დღეს სკოლაში ბოლო ზარია თქვენთვის, მაგრამ დასაწყისია ახალი ცხოვრების. გისურვებთ ამაყად და მედგრად გაიაროთ ის ბილიკები, რომლებიც წინ გელოდებათ. მე მჯერა, რომ თქვენ ყველანი საამაყონი ხართ, მე მჯერა, რომ თქვენ ყველანი შემდგარი პიროვნება ხართ. დამილოცნია თქვენი გზა სტუდენტობისკენ!!!“- წერს მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ნაკაშიძე.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203