იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეებმა ქართული ანდაზები და გამონათქვამები მხატვრული სიმბოლოებით წარმოგვიდგინეს
20-05-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესს სხვადასხვა საინტერესო აქტივობით ამრავალფეროვნებენ. ამჯერად, მოსწავლეებმა ქართული ანდაზები და გამონათქვამები მხატვრული სიმბოლოებით „ემოჯით“ ააწყეს და ერთგვარი გამოცანა-პროექტი წარმოადგინეს.

„სახლში ყოფნის კიდევ ერთი დადებითი მხარე.

მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ატიურად არიან ჩართულნი, როგორც დისტანციური სწავლების პროცესში, ასევე შემოქმედებით საქმიანობაში.

ამჯერად, Vბ კლასმა შემოგვთავაზა ატივობა. მოსწავლეებმა, დამრიგებლის ბელა ხეცურიანის ხელმძღვანელობით, ქართული ანდაზები და გამონათქვამები მხატვრული სიმბოლოებით „ემოჯით“ მოგვაწოდეს და ერთგვარი გამოცანა-პროექტი წარმოგვიდგინეს.

ამ პროექტის კომპიუტერული უზრუნველყოფა ანანო დვალიშვილს ეკუთვნის, რომელმაც დაამონტაჟა თანაკლასელების მიერ მხატვრული სიმბოლოებით შექმნილი ქართული ანდაზები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203