„მისწერე წერილი მეგობარს სვანეთში“ - ქუთაისის N15 სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობაში ჩაერთვნენ
20-05-2020

„მისწერე წერილი მეგობარს სვანეთში“ - ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობაში ჩაერთვნენ. აქტივობის მიზანია, ბავშვებმა გაიცნონ მე-5 კლასის მოსწავლეები სვანეთში და დაუმეგობრდნენ.

„სწავლა-სწავლების პროცესში, ცოდნის აგებისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ მოსწავლე აქტიურად უნდა ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. 21-ე საუკუნის განათლება ორიენტირებულია არა „გამზადებული ცოდნის გადაცემაზე“ არამედ, კვლევა-ძიებაზე, მასში დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლის მოტივირება დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რაც ერთგვარი გამოწვევა ჩვენთვის.

ქუთაისის N15 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები, მათი სურვილიდან გამომდინარე, აქტიურად ჩაერთვნენ აქტივობაში „მიწერე წერილი მეგობარს სვანეთში“, რომელიც ითვალისწინებდა მიღებული ცოდნის ტრანსფერს.

ჩვენი სურვილია გავიცნოთ მე-5 კლასის მოსწავლეები სვანეთში და დავუმეგობრდეთ. ერთმანეთს გააცნონ მათ მხარეში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203