წყალტუბოს N4 სკოლის სახლში დარჩენილი მოსწავლეები კულინარიას და ბაღის მოვლას უთმობენ დროს
20-05-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახლში ყოფნის პერიოდს ნაყოფიერად ატარებენ.

პატარა ბუნების ქომაგები: მე-2 კლასელი მოსწავლეები: გაბრიელ დადუნაშვილი, ნატალია ზვიადაძე და მე-3 კლასელი ზურაბ ფანცხავა ოჯახის წევრებს ბაღის მოვლაში ეხმარებიან. მათი ბუნების მასწავლებლები: მაია კაკაბაძე და ხათუნა ქუთათელაძე არიან.

სკოლას პატარა კულინარებიც ჰყავს. მე-2 კლასის მოსწავლე ნია ადეიშვილი და მე-4 კლასის მოსწავლე დავით ბენიძე სამზარეულოში დედიკოებს ეხმარებიან.

„ჩვენი პატარა დიასახლისი ნიაკო არა მარტო გემრიელ ე.წ. „ოლადებს“ აცხობს, არამედ დიდი იდეებიც აქვს, რომელიც ყველაზე კეთილშობილურ მიზანს ემსახურება, როდესაც გაიზრდება, ჰქონდეს თავისი კვების ობიექტი და დაეხმაროს ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს. წარმატებები საყვარელ ბავშვებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203