თბილისის N71 სკოლის მოსწავლეებმა ფერწერის კონკურსში საპრიზო ადგილები დაიმსახურეს
19-05-2020

პროექტის - „ჩემი არჩევანია თურქული ენა“ საპრიზო კონკურსი ფერწერაში - თემაზე „თურქეთი“ დასრულდა. საპრიზო ადგილები თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიმსახურეს.

გამარჯვებული მოსწავლეები არიან: თეკლა ქურცაძე; მარიამ თეთრუაშვილი; გიორგი კოპაძე; ხატია ჩარგაზია და მარიამ მუღალაშვილი.

სკოლის დირექტორი მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს.

„ჩვენი სკოლა, მიუხედავად ფორსმაჟორული მდგომარეობისა, აგრძელებს წარმატებების მიღწევას! პროექტი „ჩემი არჩევანია თურქული ენა“ საპრიზო კონკურსი ფერწერაში, თემაზე „თურქეთი“ დასრულდა. სამივე საპრიზო ადგილი, ჩვენმა მოსწავლეებმა მოიპოვეს!! მადლობა ყველას - მოსწავლეებს, ასეთი აქტიურობისთვის, მასწავლებლებს ბავშვებისთვის ხელშეწყობისთვის და რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, ვინც გულშემატკივრობდა, როგორც მოსწავლეებს, ამასთანავე, 71-ე საჯარო სკოლას!“- აღნიშნავს სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203