„ჩვენ გვჯერა თქვენი“ - დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი და დამრიგებლები მე-12 კლასელებს ემოციური წერილით ემშვიდობებიან
19-05-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე და დამრიგებლები მანანა მოდებაძე და თამარ მამაცაშვილი მე-12 კლასელებს „ბოლო ზარის“ გარეშე, თუმცა ემოციური წერილით აცილებენ სკოლიდან.

„თითქოს გუშინ იყო, რომ შემოაბიჯეთ სკოლის კარში. მაშინ ერთმანეთს ხელი მაგრად ჩავჭიდეთ და ყველა ერთად გავუდექით მიმავალის გზას. პირველი ზარის ხმა რაღაც მოულოდნელი და ცოტა საშიშიც კი იყო თქვენთვის, თუმცა შემდეგ ზუსტად ამ ზარის დადგომისა და გაკვეთილების დასრულების დროს ითვლიდით. ბევრი მოგონებაა, რომლის გახსენებაც განსაკუთრებულად განგვაწყობს ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ბევრი შრომა ჩავდეთ თქვენში და მე მჯერა, რომ თითოეული მასწავლებლის თავდადება გამოიღებს უტკბილეს ნაყოფს. თქვენ უკვე დიდები ხართ და სრულიად დამოუკიდებელ გზაზე გადიხართ. გზაზე, რომელზეც წარმატებულებმა უნდა იაროთ. გზაზე, რომილიც უამრავ გამოცდასა და თავგადასავალს გიმზადებთ. თქვენი შრომა ყველაზე ბასრი იარაღია საბრძოლველად და მე მჯერა თქვენი. ჩვენ გვჯერა თქვენი. სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენების გამო დისტანციურად გვიწევს თქვენი „ბოლო ზარის“ შესანიშნავი დღის აღნიშვნა. თუმცა დღეს, იმავე ემოციებით აღვივსე, როგორც ეს სხვა წლებში ხდება ხოლმე. დგება ჟამი ფიქრისა, ძიებისა დიდი ცხოვრებისთვის მზადებისა ბედნიერი და დალოცვილი ყოფილიყოს გზა რომლითაც თქვენ ივლით“,-წერია წერილში.

იხილეთ ფოტოები

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203