3 შეზღუდვა, რომლებიც Teams-ში ამოქმედდება - მასწავლებლებს ბავშვები ონლაინ გაკვეთლებს ვეღარ ჩაუშლიან
20-05-2020

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა TEAMS-ში მოსწავლეეისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას იწყებს.

„ვიწყებთ პოლისების მოსწავლეებზე გავრცელებას, (მოსწავლეების დიდი რაოდენობის გამო, (500 000-ზე მეტი) აღნიშნული პოლიტიკები ეტაპობრივად გავრცელდება. სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დავასრულებთ სამუშაოებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკრეტული შეზღუდვები, რომელიც მალე ამოქმედდება, შემდეგია:

მოსწავლე ვეღარ დარეკავს კლასში - შეეძლებათ მხოლოდ მასწავლებლის მიერ დაწყებულ გაკვეთილზე შეერთება.

მოსწავლე ვერ შეძლებს სხვა მოსწავლის გაკვეთილიდან გაგდებას - მასწავლებელმა არასწორადაც რომ დაიწყოს გაკვეთილი (კალენდარიდან სწორად ჩანიშვნის გარეშე), მხოლოდ ხმის გათიშვის უფლება ექნება და თუ მაინც არასწორად დარეკავს რომელიმე მასწავლებელი, გაკვეთილის მიმდინარეობის დროსაც შეუძლია მასწავლებელს მოსწავლის როლი შეცვალოს, ან პრეზენტატორი მხოლოდ თვითონ იყოს;

მოსწავლეებს შეეზღუდებათ გაკვეთილის ჩაწერის უფლება -  აღნიშნული უფლებით მხოლოდ მასწავლებელი ისარგებლებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...