ქობულეთის N6 სკოლის მოსწავლემ, თორნიკე შავიშვილმა გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის სტიპენდია მოიპოვა
19-05-2020

ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე თორნიკე შავიშვილი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი​ს - CENN-ის მწვანე სტიპენდიანტი გახდა. 

მოსწავლემ გაიმარჯვა ნომინაციაში - ნარჩენების მდგრადი მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და მოსახლეობის მომხმარებლური ქცევის ცვლილებაში შეტანილი წვლილისთვის.

სკოლის წარომადგენლის თქმით, მოსწავლე დაინტერესებულია გარემოსდაცვითი საკითხებით და აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვაში. 

CENN-თან თანამშრომლობა თორნიკემ 2018 წელს დაიწყო და გარდა იმისა, რომ ბანაკებისა და სხვადასხვა კონკურსების მონაწილეა, მან, USAID-ის WMTR II პროგრამის ფარგლებში, მოიპოვა გრანტი მუნიციპალური ნარჩენების მდგრადი მართვის კონცეფციის პოპულარიზაციისთვის. აღნიშნული პროექტით, მუნიციპალიტეტში შეძლო ზღვის სანაპირო ზოლის (დახლოებით 2500 კვადრატული მეტრის) ეტაპობრივად დასუფთავება და შეგროვილი ნარჩენების შემდგომი დახარისხება და გადასამუშავებლად კომპანიებისთვის მიწოდება. თორნიკეს აქტივობები ასევე მოიცავს მოსახლეობაში ტრენინგების ჩატარებას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლის დატრენინგებას და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლაში კომპოსტირების ყუთის განთავსებას.

სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს. მოსწავლის პედაგოგი ლელა ოქროპირიძე გახლავთ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203