თბილისის N149 სკოლის პირველკლასელებმა დედაენის დღე დისტანციურად აღნიშნეს
19-05-2020

თბილისის N149 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე დისტანციურად აღნიშნეს.

I2 კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით კომპლექსური დავალებები შეასრულეს და სლაიდის სახით წარმოგვიდგინეს. კლასის ხელმძღვანელი - ლუდა მერებაშვილი გახლავთ. 

„სასიხარულოა, რომ ონლაინ სწავლების რეჟიმშიც კი ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლები არ ივიწყებენ ჩვენთვის ისეთ მნიშვნელოვან დღეს, როგორიცაა ქართული სიწმინდის, ქართული ენის, „დედაენის“ დღე. წარმოგიდგენთ სლაიდს, რომელიც I(2) კლასის მოსწავლეებმა შექმნეს. უნდა აღინიშნოს მშობლების თანადგომა და ჩართულობა, მადლობა მათ ამისთვის. ვუსურვოთ მათ ჯანმრთელობა და ბედნიერ, გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203