შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ბოლო ზარი ონლაინ სივრცეში აღნიშნეს
19-05-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ბოლო ზარი ონლაინში გადაიხადეს. კორონავირუსის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი უკვე ორი თვეა აღარ მიმდინარეობს. დამამთავრებელ კლასს მასწავლებლებთან გამომშვიდობება დისტანციურად მოუწია.

„მოსწავლეებისთვისაც რთულია თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერების, მასწავლებლების მიმართ გამოხატული მადლიერებისა და თვალცრემლიანი დამშვიდობების გარეშე სკოლის დამთავრება, მაგრამ დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა ონლაინ აჩვენეს ბოლო ზარი. კლასის დამრიგებელი არმენუი მარკარიანია“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო



ინფორმაცია გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203