„ჩვენ ომი არ გვინდა“ - წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა ნახატები, ლიტერატურული ჩანახატები და პლაკატები შექმნეს
19-05-2020

„ჩვენ ომი არ გვინდა“ - ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა მოსწავლეებს საინტერესო ონლაინ გაკვეთილი ჩაუტარა.

გაკვეთილი საინტერესო აღმოჩნდა III კლასის მოსწავლეებისათვის. მათი პედაგოგი ნინო ლობჯანიძე-ლალიაშვილია.

„მოსწავლეებმა წინასწარ ნახეს ქართული მხატვრული ფილმი „ჯარისკაცის მამა“, რითაც კიდევ ერთხელ იგრძნეს ომის საშინელება. სწორედ ამის გამოძახილი იყო მათ მიერ შექმნილი ნახატები, ლიტერატურული ჩანახატი, პლაკატები ომის საშინელებაზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203