თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლიზა ჯაბიძე სკოლასთან განშორებას ემოციურად ეხმიანება
19-05-2020

ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე (დამრიგებელი: თამარ აბუთიძე) ლიზა ჯაბიძე სკოლასთან განშორებას, პანდემიისგან გამოწვეული ვითარების გამო, ემოციურად ეხმიანება:

„კიდევ ბევრჯერ დავდებ ჩემი სკოლის ფოტოს, ძალიან მომენატრა! ერთი სული მაქვს შევაბიჯო მის ლამაზ დერეფანში... ეეჰ, რა ძნელი ყოფილა სკოლის გარეშე არსებობა! სკოლის თითოეული კედელი მენატრება, თითოეული დერეფანი და კიბე. იმ დღეს ჩავუარე და ცრემლები მომადგა. რომ ვუყურებდი, ძალიან მიხაროდა, სკოლაში დარაჯი იჯდა. მინდოდა სკოლის კედელს ჩავხუტებოდი, თუმცა შენობაში მჯდომი დარაჯის მომერიდა, რამდენიმე ფოტო გადავუღე ჩემს უსაყვარლეს სკოლას და სახლში წამოვედი....

იმედი მაქვს, მალე გავივლი სკოლის გზაზე და შენობაშიც სიხარულით შევალ. რაც დრო გადის, მით უფრო მენატრება იგი.

პ.ს. მგონია სიზმარში ვარ, რას ვიფიქრებდი, მე სკოლა მიყვარს და მენატრება, თან ასე ძალიან! ვფიქრობ, ეს ფოტო კარგად ასახავს დღევანდელობას - გისოსებს მიღმა დარჩენილები".

იხილეთ ფოტო

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203