ქუთაისის N15 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა გვირილობას ნამუშევრები მიუძღვნეს
19-05-2020

ქუთაისის N15 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა გვირილობა აღნიშნეს. მოსწავლეებმა ფერადი ქაღალდებისგან ლამაზი ნამუშევრები დაამზადეს.

ქუთაისში გვირილობის აღნიშვნა 1911 წლიდან იღებს სათავეს. გიმნაზიელი გოგონები, ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ გვირილებს ჰყიდდნენ და ფულს აგროვებდნენ. ტრადიცია დღემდე გრძელდება და ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, გვირილობა ქუთაისის დღედ დამკვიდრდა და ქალაქში სხვადასხვა კულტურულ-სპორტული ღონისძიებით აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203