ფერიის საჯარო სკოლის აფხაზური ენის პედაგოგმა მოსწავლეებს აფხაზური ხალხური სიმღერები ასწავლა
19-05-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზური ენის პედაგოგი ლიანა აიკუცბა აგრძელებს დისტანციური რეჟიმით გაკვეთილების ჩატარებას.

პედაგოგმა მოსწავლეებს შეასწავლა არა მარტო აფხაზურ ენაზე წერა-კითხვა, არამედ შეასწავლა აფხაზური ხალხური სიმღერების შესრულებაც.

ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. მათ ონლაინ გაკვეთილები ძალიან აინტერესებთ.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203