გაიცანით იზოლდა დანელია - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ორ უცხო ენაში სერტიფიცირებული მასწავლებელი
19-05-2020

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი იზოლდა დანელია არის უფროსი მასწავლებელი ორ უცხო ენაში - ინგლისურსა და გერმანულში, რასაც თითო-ოროლა პრეცედენტი თუ გააჩნია.

იზოლდა დანელია ამჯერად წარმატებით უძღვება დისტანციურ სწავლებას- ატარებს როგორც ვიდეო-გაკვეთილებს, ისე, გადასცემს წერით დავალებებს. მისი გაკვეთილები გამოირჩევა ეფექტურობით და სიახლეების ინიცირებით.

„ჩვენ მადლობას ვუხდით ქ-ნ იზოლდას ახალი გამოწვევების მიმართ სწრაფი და ქმედითი რეაგირების, პასუხისმგებლობის გრძნობისა და მოსწავლეებისადმი სიყვარულისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი და დასძენს, რომ - „მიმდინარე პერიოდმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა მასწავლებელთა ჰუმანიზმსა და მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში“.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203