ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი დირექტორს და მასწავლებლებს ონლაინ სწავლების წარმატებით წარმართვისთვის მადლობას უხდის
18-05-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობელი მადლობას უხდის სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს. მშობელი წერილში წერს, რომ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები როგორც ონლაინ სწავლების პროცესში, ასევე izrune.ge-ს ტესტირებაში.

„პანდემიის პერიოდში, მასწავლებლები პირველი დღიდანვე აქტიურად მუშაობენ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ ტარიელ მიქელაძეს და II კლასის მასწავლებელს ქალბატონ მზიური ნაგერვაძეს გაწეული თავდაუზოგავი, დაუღალავი შრომისათვის.                                      

სწორედ ახალსოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის შედეგია, რომ ჩემი შვილი და არამარტო ჩემი, მთლიანად ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ონლაინ სწავლების პროცესში.

II კლასის ყველა მოსწავლე ისმენს ტელესკოლისა და ცხრილის მიხედვით ჩატარებულ გაკვეთილებს. ვმუშაობთ ახალი ქართული პლატფორმის გამოყენებით (edu.feeds), რაც ყველა მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი და მარტივად გამოსაყენებელია.

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ასეთი სწავლება.  მასწავლებელს უგზავნიან ტელესკოლისა და ონლაინ გაკვეთილების დავალებებს. მასწავლებელი ასწორებს, წერს შესაბამის კომენტარებს, რასაც ბავშვები ხალისით ელოდებიან.

II კლასის ყველა მოსწავლე ჩართულია izrune.ge-ს ტესტირებაში. საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, უმეტესობა 100 ქულას იმსახურებს. 

დიდი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მის გუნდს ასეთი მაგარი პროექტის შექმნისათვის. ამ პროექტმა მოსწავლეებს ჩამოუყალიბა დამოუკიდებელი მუშაობის უნარ- ჩვევები, დიდი მონდომებით ემზადებიან შემაჯამებელი ტესტირებისათვის.

ასევე მოსწავლეები დარეგისტრირდნენ ლუპის მიერ შემოთავაზებულ ტესტირებაში.  ყოველდღიურად აკეთებენ ტესტებს და უხარიათ წარმატებები.

მშობლები კმაყოფილები ვართ ონლაინსწავლებით.  არ გვაქვს  მასწავლებელთან კომუნიკაციის პრობლემა. დარწმუნებით ვამბობ, იმიტომ, რომ მჭიდრო კავშირი გვაქვს მშობლებს ერთმანეთთან. ვუზიარებთ აზრებს და ვსაუბრობთ შედეგებზე. ამ მეთოდით სწავლებამ მართლაც გაამართლა“,- წერს II კლასის მოსწავლის: ლუკა ფუტკარაძის მშობელი სოფო ვარშანიძე.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203