იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეებმა ლუარსაბ თათქარიძისა და ტარტარენ ტარასკონელის როლები მოირგეს
18-05-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი. VII3კლასის მოსწავლეებმა სახლები „თეატრად“ აქციეს და სპექტაკლები დადგეს.

„ჩვენი სკოლის შემოქმედი ბავშვები. მერე რაა, რომ სახლში უწევთ დარჩენა...მერე რაა, რომ სკოლაში ვერ დადიან...

მერე რაა, რომ გაკვეთილები ონლაინ უტარდებათ...მერე რაა, რომ ერთმანეთი არ უნახავთ დიდი ხანია...და კიდევ უამრავი „მერე რაა“...

მთავარია, რომ ისენი გარემოებებს „არ ემორჩილებიან“ და უერთმანეთო დღეებს ილამაზებენ.

ჩვენი სკოლის უსაყვარლესმა VII3 კლასმა, დამრიგებლის - თათია ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, ონლაინ რეჟიმში მიმდინარე სასწავლო პროცესი გაიხალისეს და თავიანთი სახლები „თეატრად“ აქციეს. მათ ლუარსაბ თათქარიძისა და ტარტარენ ტარასკონელის როლები მოირგეს და სახლში ყოფნის ერთფეროვანი დღეები ასე გაიფერადეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203