
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
გორში განსაკუთრებულად წიგნიერი მოსწავლეები ცხოვრობენ.
გაიცანით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მეორე კლასის საამაყო წარმომადგენელი - ბარბარე მარგიშვილი.
ბარბარე ყოველი ხუთშაბათის ტესტს მოუთმენლად ელოდება. განსაკუთრებულად ემზადებოდა „წიგნიერების ხუთშაბათისთვის“ და ბრწყინვალე შედეგიც მიიღო.
„ბარბარე ძალიან კმაყოფილია და ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ელოდება. მთელი ოჯახი ჩართული ვართ ტესტების გავლის პროცესში,“ - აღნიშნავენ მოსწავლის მზრუნველი ოჯახის წევრები.
გვახარებს თითოეული ოჯახის განსაკუთრებული მზრუნველობა შვილის ნათელ მომავალზე.