„გაიაზრე თავისუფლება“ - სავანეთის საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებმა ონლაინ პროექტი განახორციელეს
18-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის  IX-X კლასის მოსწავლეებმა ონლაინ რეჟიმით იმუშავეს პროექტზე: „გაიაზრე თავისუფლება“.

პროექტი დაგეგმა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა, მოსწავლეემა კარგად გაართვეს თავი, თემში ერთმანეთს უკავშირდებოდნენ, ქმნიდნენ ნახატებს, ასევე აკეთებდნენ ჩანაწერებს.

პროექტის მიზანი იყო:

  • მოსწავლემ პანდემიის პირობებში მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად მიიღოს პრევენციული ზომები: თავი დაიცვას ვირუსისგან, დაიცვას ინტერვალი;
  • მოსწავლეები გააანალიზებენ გაუცნობიერებელი მოქმედების შედეგად მიღებულ ზიანს, რომელიც აისახება არა მარტო ინდივიდზე, არამედ მათ გარშემომყოფებზეც.

ამოცანები:

ნახატები პანდემიის თემაზე. მოსწავლეები შეძლებისდაგვარად შეასრულებდნენ დავალებას, შექმნიდნენ იმ ტიპის ნახატებს, რაც მათ ირგვლივ ხდება.

მედიარესურსის შექმნა. იმუშავებდენ მოსწავლეები მედიარესურსის შექმნაზე, გადაიღებდნენ და ასახავდნენ პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებს და პრევენციულ ღონისძიებებს.

ესე გაიაზრე თავისუფლება“. მოსწავლეები დაწერდნენ ესეს სახით საკუთარ გრძნობებს და ემოციებს, თუ რა განიცადეს, გამოავლენდნენ კრეატიულ ნიჭს და შესაძლებლობებს.

ორი  კვირის ფარგლებში  მოსწავლეებმა  პროექტის სამივე ამოცანა შეასრულეს, შეძლებისდაგვარად. შექმნეს ნახატები კორონავირუსთან დაკავშირებით, მოამზადეს მედიარესურსი, თუ როგორ დაიცვან თავი პანდემიისგან და დაწერეს ესე თემაზე: „გაიაზრე თავისუფლება,“ სადაც ასახეს საკუთარი დამოკიდებულებები და გრძნობები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203