იანეულის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ბარბარე ტრაპაიძემ და ანა შარაშიძემ გურიის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
18-05-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები: ბარბარე ტრაპაიძე და ანა შარაშიძე გარემოს დასუფთავების აქციას შეუერთდნენ და გურიის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

ანას თავისი უმცროსი ძმა მათე დაეხმარა ტერიტორიის დასუფთავებაში.

„გურიის ტბა ორი სოფლის, ბუკისციხე-იანეულის სავიზიტო ადგილია. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სოფელი და ჩვენი გურიის ტბა. შემოგვიერთდით, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203