„წააკითხე წიგნი სხვას“ - თბილისის N62 სკოლის მოსწავლეებმა პროექტი-აქცია განახორციელეს
18-05-2020

ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლა სწავლებას ელექტრონულ რეჟიმში აგრძელებს.

„ჩვენი სკოლა მოხარულია, რომ გამოწვევას ღირსეულად პასუხობს“,- აცხადებს სკოლის დირექტორი ელენე შაბურიშვილი.

დისტანციური სწავლება წარმატებით ხორციელდება მეექვსე კლასში (დამრიგებელი მაია ჩიქვინიძე). მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებლის ლიზი ნიჟარაძის ინიციატივით განახორციელეს პროექტი-აქცია #წააკითხეწიგნისხვას.

„თიმსის ელ.პროგრამის საშუალებით, ჩართვებისას მოსწავლეები გაეცნენ გურამ პეტრიაშვილის ლიტერატურულ ზღაპრებს, აირჩიეს მათთვის ყველაზე საინტერესო ერთი ზღაპარი, თითოეულ მათგანზე ისაუბრეს, იმსჯელეს, გაიაზრეს სიღრმისეულად და მოუწოდეს საზოგადოებას წიგნის კითხვისკენ.

საინტერესო და ორიგინალური იყო სარეკლამო, აქციის შესაბამისად შექმნილი ვიდეომიმართვები, რომელთა ნაწილს გთავაზობთ და მოგიწოდებთ, წაიკითხე და #წააკითხეწიგნისხვას“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

შემოთავაზებული მასალა გადმოწერილია „თიმსის“ გვერდიდან და გამოქვეყნებულია მოსწავლეთა ნებართვით.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203