მარელისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად კონფერენცია - „სიგარეტი ჯანმრთელობის მტერი“ ჩაატარა
18-05-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მარელისის საჯარო სკოლაში კლუბი „ბიოს“ ეგიდით თემაზე - „სიგარეტი ჯანმრთელობის მტერი“ კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციისათვის პრეზენტაციები მოამზადეს მეათე კლასის მოსწავლეებმა: ლუკა ცისკაძემ, ნინო ყიფიანმა, მარიამ ქურდაძემ, ანა კოვზირიძემ. პრეზენტაციები მრავლისმომცველი იყო. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სიგარეტის ისტორია, სიგარეტის შედგენილობა, სიგარეტის მავნებლობა ორგანიზმისათვის. ასევე ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იყო მათ მიერ განხორციელებული კვლევა, რომელიც მიზანმიმართულად და ძალიან საინტერესოდ იყო წარმოდგენილი.

კონფერენცია წარიმართა Teams-ის პლატფორმის საშუალებით, სასკოლო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით.

კონფერენციის ორგანიზატორი და წამყვანი მოსწავლეებთან ერთად იყო ბიოლოგიის პედაგოგი ვერა ოდიკაძე.

„დღევანდელი დღე სხვა აქტივობებთან ერთად მოსწავლეთა შემოქმედებითობის და რეალობასთან მორგების საუკეთესო ნიმუში იყო“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203