„ისინი ჩვენი სიცოცხლისთვის იბრძვიან“ - დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მედპერსონალს პროექტი მიუძღვნეს
18-05-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის  მარეხი გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი განახორციელეს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა პანდემიის დროს სამედიცინო პერსონალის როლი და თავდადება აღნიშნეს და მათ მადლობა გადაუხადეს.

„მეათე კლასის სადამრიგებლო საათზე მოსწავლეებთან საუბრისას, ჩვენი ყურადღება მიმდინარე მოვლენებმა მიიპყრო. თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი მოსაზრება და მადლიერება გამოთქვა მედპერსონალის მიმართ. პროექტი ეძღვნება ექთნების საერთაშორისო დღეთა კვირეულს. მადლობა გვეცოტავება იმ გრძნობის გამოსახატად, რომელსაც თითოეული თქვენგანი იმსახურებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

პროექტის ხელმძღვანელი მეათე კლასის დამრიგებელი მარეხი გაფრინდაშვილი გახლავთ.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203