
„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში კვირეული ჩატარდა, რომელსაც მოსწავლეთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მოსწავლეებმა დირექციას გაუგზავნეს სურათები, სადაც ისინი დიდი მზრუნველობით უვლიან სხვადასხვა ნარგავებს. მე-3 კლასის მოსწავლე ანასტასია კუჭუხიძემ და მე-9 კლასის მოსწავლე ლიკა ზვიადაძემ ფოტოები თავიანთ ბაღში გადაიღეს.
კვირეულის ფარგლებში საინტერესო ნახატები მოამზადეს მე-4 კლასის მოსწავლე დაჩი კუხალაშვილმა, მე-6 კლასის მოსწავლეებმა - მარიამ ჯიმშელეიშვილმა და დათუნა თუთბერიძემ, ასევე მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი თუთბერიძემ. მათი ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძეა.
„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - ამ შინაარსის სლოგანზე იმუშავეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა: ნინო ნიჟარაძემ, ანასტასია ლობჟანიძემ, თამაზ ჩაკვეტაძემ, ნინო კირთაძემ და მე-9 კლასის მოსწავლე ლიზი ფრუიძემ. მათ დახატეს თემატური ნახატები, მოიძიეს მასალები და შექმნეს რესურსი ინგლისურ ენაში. მათი მასწავლებელი იულია კუხალაშვილია.
იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები