მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები ამ კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება
30-08-2017
''მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები ამ კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება'', - ამის შესახებ Etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი პროფესიული უნარების გამოცდაზე დაფიქსირდა:

''ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი პროფესიული უნარების გამოცდაზე შემოვიდა. აქ შედარებით მეტიც არის ღია ტიპის დავალება, ისეთი ტიპის დავალებები, სადაც კონკურსანტი გავრცობილ პასუხებს წერს და სადაც სუბიექტივიზმის მეტი შანსი არსებობს. დაახლოებით 2000-მდე დავალებაა შემოსული,'' - აღნიშნა ივა მინდაძემ.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო განაცხადების მიიღება 16 აგვისტოს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203