როდის აისახება მასწავლებლის გამოცდაზე მიღებული ქულების შესაბამისი კრედიტები eSchool-ის ბაზაში?
29-08-2017

eSchool-ის ბაზაში მასწავლებლის გამოცდაზე მიღებული ქულების შესაბამისი კრედიტები, აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ Etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

''მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, სიებს გამოგვიგზავნიან და შემდეგ დაიწყება eSchool-ის ბაზაში გამოცდაზე მიღებული ქულების მიხედვით კრედიტების ასახვა,'' - გვითხრეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციისა და გარე დაკვირვების აქტივობები eSchool-ის ბაზაში ავტომატურად აისახება. ხოლო მასწავლებლის მიერ არჩეული და შესრულებული აქტივობების შეფასება, სკოლის შეფასების ჯგუფს ევალება.

შეგახსენებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ მასწავლებლებლებს შესაბამისი სტატუსები მიენიჭებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203