ახალქალაქის N3 სკოლის მესამეკლასელებს შემაჯამებელი გაკვეთილი დისტანციურად ჩაუტარდათ
15-05-2020

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში საგანგებო მდომარეობაა გამოცხადებული და სკოლები ონლაინ სწავლების რეჟიმზეა გადასული.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე დარეგისტრირებულია Microsoft Teams პროგრამაში და მათ გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

მესამეკლასელებს ბუნებისმეტყველებაში შემაჯამებელი გაკვეთილი დისტანციურად ჩაუტარდათ.

მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობის შესასრულებლად აქტიურად გამოიყენეს Microsoft Teams-ის პროგრამა და გააკეთეს პროექტი თემაზე - „ძუძუმწოვარა ცხოველების დახასიათება და დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით“.

პროექტები მოსწავლეებმა მოამზადეს Microsoft Word -სა და PowerPoint-ში და Microsoft Teams-ის პროგრამაში გაზიარების ღილაკის საშუალებით წარუდგინეს კლასს.

„მესამე კლასის დამრიგებლის, ცისანა შერგილაშვილის, მიერ მიცემული პროექტის დავალება მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203